Swissinfo: შვეიცარიაში, უკრაინის მშვიდობის სამიტს ოთხი ათასამდე ჯარისკაცი დაიცავს
შვეიცარიაში, უკრაინის მშვიდობის სამიტს ოთხი ათასამდე ჯარისკაცი დაიცავს, – ამის შესახებ ინფორმაციას მედია Swissinfo ავრცელებს.
გავრცელებული ცნობით, 5 ივნისიდან 19 ივნისის ჩათვლით, შვეიცარიის შეიარაღებული ძალების ოთხი ათასამდე სამხედრო მოსამსახურე სამიტის ფარგლებში სხვადასხვა საქმეს შეასრულებს.
ამასთან, ხელისუფლება საჰაერო სივრცის დაცვის უზრუნველსაყოფად შესაბამის ზომებს აძლიერებს.
ინფორმაციისთვის, სამშვიდობო სამიტი შვეიცარიაში, 15-16 ივნისს გაიმართება. სამიტში მონაწილეობას 100-ზე მეტი ქვეყანა მიიღებს.