არჩილ თალაკვაძე: როგორც ჩანს, ქარტიის გარშემო სამი ჯგუფი ჩამოყალიბდება – „ერთქარტიულები“, „ნახევრადქარტიულები“ და ისინი, რომლებმაც საერთოდ ვერ გაიგეს ეს ქარტია
მმართველი გუნდის წევრი არჩილ თალაკვაძე პარტია “საქართველოსთვის” მიერ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინიციატივაზე, “ქართულ ქარტიაზე” ხელის არ მოწერას გამოეხმაურა.
“რეალურად, გიორგი გახარიას პარტიის განცხადება არის პოლიტიკური ფანდი. ეს არის შეთანხმებული რადიკალურ ოპოზიციასთან და “ნაციონალურ მოძრაობასთან”. მათი განცხადება, რომ ნახევრად უერთდებიან ქარტიას, ემსახურება ერთადერთს, რომ მათ არ წაართვან “ნაციონალურ მოძრაობას” ამომრჩევლები და იმუშაონ მხოლოდ და მხოლოდ გადაუწყვეტელ ელექტორატზე.
როგორც ჩანს, ქარტიის გარშემო სამი ჯგუფი ჩამოყალიბდება – “ერთქარტიულები”, “ნახევრადქარტიულები” და ისინი, რომლებმაც საერთოდ ვერ გაიგეს ეს ქარტია. არავინ უნდა იფიქროს, რომ გახარიას პარტიას რაიმე განსხვავებული პოზიცია აქვს ქარტიასთან დაკავშირებით”, – განაცხადა თალაკვაძემ.