24 სექტემბერი

10:00
მესტიაში, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი, სვანეთის მუზეუმში საერთაშორისო კონფერენციას „მსოფლიო მემკვიდრეობა და მდგრადი განვითარება“ დაესწრება.
მიმდინარეობს
10:00
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს შენობასთან, “მოსიარულე ბიბლიოთეკა” სტარტს აიღებს.
მიმდინარეობს
10:00
თბილისის მთავრობის სხდომა გაიმართება. მისამართი: ჟ.შარტავას #7
11:00
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის ორგანიზებით, მე-8 საერთაშორისო სიმპოზიუმი „ლიტერატურათმცოდნეობის თანამედროვე პრობლემები“ გაიხსნება.
11:00
საინფორმაციო ანალიტიკურ პორტალ “კვირას” პრესკლუბში, ჭიდაობის ფედერაციის დროებითი მმართველი რომან რურუა და ოლიმპიური ჩემპიონი დავით გობეჯიშვილი პრესკონფერენციას გამართავენ. თემა: ჭიდაობის ფედერაციაში შექმნილი კრიზისი. მისამართი: უშანგი ჩხეიძის #23. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა 599 72 65 65.

11:00
საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“ წყლის საერთაშორისო გამოფენა – „AQUA THERM TBILISI 2014“ გაიმართება, სადაც წარმოდგენილი იქნება უახლესი და ინოვაციური ნანო ტექნოლოგიები. აქვე მოეწყობა ახალი პროექტის `ევრო-მასტერის~ წარდგენა, რომელიც პროფესიულ კოლეჯ „სპექტრთან“ ერთად ხორციელდება. ღონისძიებას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი დაესწრება. მისამართი: წერეთელის გამზ. #118, საგამოფენო ცენტი “ექსპო ჯორჯია”, XI პავილიონი.
11:00
“პრაიმტაიმის” პრესკლუბში კოალიცია “საზოგადოებრი ინიციატივა” წარმომადგენლები განათლების სისტემაში მიმდინარე მოვლენებზე პრესკომფერენციას გამართავენ.
11:00
„რეპორტიორის“ პრესკლუბში “უფლებადამცველთა გაერთიანების” თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე ციხეებში მოსალოდნელ არეულობებთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავს.
11:00
ბათუმის, სასტუმრო “რედისონში”, საერთაშორისო ფორუმი ”Argus კასპიის-შავი ზღვის სატრანსპორტო კორიდორი” გაიხსნება. საკონტაქტო პირი: დაჩი ცაგურია 577 47 06 00
11:00
“ქორთიარდ მარიოტში”, კავკვასიის კვლევის რესურს ცენტრი კვლევას წარადგენს. თემა: დამოკიდებულებები საქართველოს სასამართლო სისტემისადმი – საზოგადოების, იურისტებისა და ბიზნეს ლიდერების შეფასებები.

11:00
რადიო “იმედის” პრესკლუბში, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ვიქტორ დოლიძე პრესკონფერენციას გამართავს. თემა: მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები. მისამართი: ლუბლიანას ქ. №5 საკონტაქტო პირი: ნინო მეუნარგია 577 44 07 05
11:00
ოკუპირებული ტერიტორიების გამყოფ ხაზთან, მდებარე სოფლების გაზიფიცირების მიმდინარეობას, გორის მუნიციპალიტეტის გამგებელი დავით ონიაშვილი დაათვალიერებს და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდება. საკონტაქტო პირი: ანა ლაფაჩი 599 77 22 88
11:00
საქართველოს პარლამენტის ცენტრალურ შესასვლელთან (საშვთა ბიურო), პოლიტიკური გაერთიანება “ქართული დასის” ბრიფინგი გაიმართება. თემა: საარჩევნო საკითხებზე მომუშავე ჯგუფის ფორმირება. მისამართი: რუსთაველის გამზირი # 8.
11:30
საინფორმაციო ანალიტიკურ პორტალ “კვირას” პრესკლუბში, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროს სპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი დოლაბერიძე პრესკონფერენციას გამართავს. თემა: ჭიდაობის ფედერაციაში და ზოგადად სპორტის მიმართულებით თბილისსა და აჭარაში არსებული ვითარება. მისამართი: უშანგი ჩხეიძის #23. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა 599 72 65 65.
11:30
“პირველ პრესკლუბში” “ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორია” თავმჯდომარე გრიგოლ გაგნიძე, “მსჯავრდებულთა დახმარების ცენტრი” თავმჯდომარე მამუკა ტუსკაძე, “ახლაგაზრდები ახალგაზრდობისა და მომავლისათვის” თავმჯდომარე ალეკო ახალკაცი პრესკონფერენციას გამართავენ. თემა: კვესიტაძის გადაცემაში, პატიმრების სატელეფონო ფარულ ჩანაწრებზე სამართლებრივი რეაგირების მოთხოვნა. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ლიკა რამიშვილი 595 03 77 22

11:30
„რეპორტიორის“ პრესკლუბში „ახალი მემარჯვენეების“ გენერალური მდივანი მამუკა კაციტაძე „იმართება თუ არა საპატიმროები კრიმინალური სამყაროს მიერ“, ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე და პოლიტიკურ პროცესებზე ბრიფინგს გამართავს.
11:30
“ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველო” ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის პრეზენტაციას გამართავს, რომელიც საშუალო სკოლის მოსწავლეებისთვის ცხადდება. მისამართი: ვაჟა ფშაველას გამზ. №49, ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის №199 საჯარო სკოლა
12:00
“ვითიბი ბანკის” სათაო ოფისის შენობაში, პრესკონფერენცია გაიმართება, სადაც ბანკის ფინანსური დირექტორი მამუკა მენთეშაშვილი ბანკის 8 თვის ფინანსურ შედეგებს შეაჯამებს. მისამართი: გ.ჭანტურიას №14; მე- 5 სართული
12:00
რეაბილიტაციისა და სოციალური ადაპტაციის ცენტრ „აისს“, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მიერ შეძენილი სარეაბილიტაციო მოწყობილობები გადაეცემა. საკონტაქტო პირი: ზაზა ტალახაძე 599 89 99 98 მისამართი: ავჭალა, ჩიქვანაიას 21.
12:00
საქართველოს ცურვის ეროვნულ სახეობათა ფედერაციის გენერალური მდივანი, ცნობილი მოცურავე ჰენრი კუპრაშვილი, ეროვნულ არქივს თავის ფოტო და ვიდეოარქივს გადასცემს.

12:00
„რეპორტიორის“ პრესკლუბში საპარლამენტო უმრავლესობის წევრი სოსო ჯაჭვლიანი ჭიდაობის ფედერაციაში მიმდინარე პროცესებზე, ციხეებში არსებულ მდგომარეობასა და პოლიტიკურ პროცესებზე ბრიფინგს გამართავს.
12:00
საზოგადოება „სტალინი“ მსოფლიო ომის დასრულებიდან 70 წლისადმი მიძღვილ ღონისძიებაზე, სამენიერო კონფერენციას გამართავს. მისამართი: ჯავახიშვილის 31, (რუსული ეკლესიის უკან) სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სააქტო დარბაზი.
12:00
“სამოქალაქო ჩარტულობის ცენტრი” ბრიფინგს გამართავს. თემა: “სამოქალაქო ჩართულობის ცენტრი” ფარული ჩანაწერების საკითხზე მომუშავე კომისიის საქმიანობას უარყოფითად აფასებს. მისამართი: მარჯანიშვილის №16 საკონტაქტო ნომერი: 555 64 63 12
12:30
“პირველ პრესკლუბში” სტუდენტი ბექა ცხადაძე, ბათუმში დაგეგმილ მუსლიმურ შეკრებასთან დაკავშირებით გამაფრთხილებელ განცხადებას გააკეთებს. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ლიკა რამიშვილი 595 03 77 22
12:30
„რეპორტიორის“ პრესკლუბში საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატი დათო ზურაბიშვილი საკრებულოს ახალ ინიციატივებზე, სამი ახალი საქალაქო სამსახურის შესაქმნელად დებულებების და საშტატო ნუსხის დამტკიცების საკითხზე, ღამით ხმაურზე ჯარიმების შემოღებაზე და სხვა პოლიტიკურ პროცესებზე ბრიფინგს გამართავს.

12:45
თბილისის საქალაქო სასამართლოში, “ლეიბორისტული პარტიის” წევრის, არჩევნების წინა პერიოდში დაკავებული ზვიად კვირტიას სასამართლო პროცესი გაიმართება.
13:00
“პირველ პრესკლუბში” თბილისის საკრებულოს დეპუტატი ალეკო ელისაშვილი პრესკონფერენციას გამართავს. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ლიკა რამიშვილი 595 03 77 22
13:00
„რეპორტიორის“ პრესკლუბში „მართვის სტრატეგიული ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი პეტრე მამრაძე სააკაშვილის დაყადაღებულ ქონებაზე, ციხეებში კანონიერი ქურდების არსებობაზე, ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე და პოლიტიკურ პროცესებზე ბრიფინგს გამართავს.
13:00
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და სსიპ ღვინის ეროვნულ სააგენტოს შორის, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება.
13:30
“პრაიმტაიმის” პრესკლუბში “ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი ზურა აბაშიძე მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავს.

14:00
“პრაიმტაიმის” პრესკლუბში ტარიელ ფოცხვერიას ადვოკატი თინათინ ნაკაშიძე და ლია მუხაშავრია, ტარიელ ფოცხვერიას საქმესთან დაკავშირებით განცხადებას გააკეთებენ.
14:00
თბილისის საქალაქო სასამართლოში (დარბაზი #36) მოსარჩელეების, კახა კოჟორიძისა და დალი მამულაშვილის სარჩელზე სასამართლო სხდომა გაიმართება. საქმეზე დავის საგანია, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს იმ სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, რომლის მიხედვითაც “RMG Gold”-მა საყდრისი-ყაჩაღიანში მსხვილმაშტაბიანი სამუშაობის წარმოების უფლება მიიღო.
15:00
თბილისის საქალაქო სასამართლოში, სანდრო გირგვლიანის საქმეზე პროცესი გაიმართება, სადაც ბრალდების მხარე დასკვნით სიტყვას იტყვის.
18:00
საქართველოს ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილეები მანანა ბერიკაშვილი და ლევან ხარატიშვილი, ასევე ლატვიის კულტურის მინისტრი დაცე მელბარდე, იულიუს სტრაუმეს 140 წლისთავისადმი მიძღვნილ გამოფენასა და ბიბლიოთეკის გახსნას დაეწრებიან.
18:00
ოლიმპიურ კომიტეტში “თბილისი 2015”-ის საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელებისა და ევროპის ოლიმპიური კომიტეტების საორგანიზაციო კომისიის (COCOM) წევრების ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება. მისამართი: მაჩაბლის ქ. #11, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი საკონტაქტო პირები: ლიზა ვადაჭკორია 577 47 06 88; ანნა გიუნტერი 595 01 33 77

20:00
ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში, ფონდ „იავნანას” საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები