“კომენტარებში ლანძღავთ გარდაცვლილ ადამიანს, ამას ფსკერიც აღარ ჰქვია” – სალომე ჯინჯოლავა რადიკალების მიერ გავრცელებულ შეურაცხმყოფელ კომენტარებს ეხმაურება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, სალომე ჯინჯოლავა სოციალურ ქსელში პოსტსა და თავისი გარდაცვლილი დის ფოტოს აქვეყნებს.

დეპუტატი წერს, რომ რადიკალებმა, ვითომ შეცდომით, მისი დის ფოტო გაავრცელეს და კომენტარებში გალანძღეს.

“ფოტოზე არის ჩემი გარდაცვლილი და.
არ მინდოდა მსგავსს საკითხზე პოსტის დადება, დიდხანს ვიკავე თავი, მაგრამ ყველაფერს აქვს საზღვარი.
ეს არ არის ერთადერთი შემთხვევა. მხოლოდ დღეს დაიდო რამდენიმე.
არც აქამდე მქონდა თქვენზე სხვანაირი წარმოდგენა, მაგრამ სადამდე დაეცით და რისი გაკეთება შეგძლებიათ, თქვენც კი გამაკვირვეთ. უკვე იმაშიც დავრწმუნდი, რომ იცით, რომ ფოტოზე მე არ ვარ და ამას სპეციალურად, ვითომ შეცდომით აკეთებთ. კომენტარებში ლანძღავთ გარდაცვლილ ადამიანს, ამას ფსკერიც აღარ ჰქვია.
არგუმენტი თქვენ არ გაქვთ, სიმართლის ნატამალი თქვენს მხარეს არ არის და აი, რა დაგრჩათ. ერთმანეთი შეაგულიანეთ ახლა და მოუწონეთ ჯგუფებში გარდაცვლილი, ახალგაზრდა გოგოს ფოტოებზე ქილიკი…
თუ გგონიათ, რომ მისი ფოტოების ასეთი ამორალური გამოყენებით მე ან რომელიმე ჩვენგანს მორალურად გატეხთ, მწარედ ცდებით, რადგან ძალიან მართლები ვართ საკუთარ თავთან, საკუთარ სამშობლოსთან და მის ღირსეულ, ევროპულ მომავალთან.
თქვენ უკვე გადაკვეთეთ წითელი ხაზი!…”, – წერს სალომე ჯინჯოლავა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები