მიხეილ დუნდუა: მთელი ამ წლების განმავლობაში სიღარიბე მკვეთრად შემცირდა
,,მიუხედავად ლარის კურსის მერყეობისა, მთელი ამ წლების განმავლობაში სიღარიბე მკვეთრად შემცირდა,” – ასე გამოეხმაურა ფინანსთა მინისტრის მოადგილე მიხეილ დუნდუა სიღარიბის მაჩვენებლის შემცირებასთან დაკავშირებით საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებს.
მისივე თქმით, მოკლევადიანი რყევები აილაგმება და სიტუაცია დაუბრუნდება თავის ჩვეულ რეჟიმს.
,,მოკლევადიანი რყევები, ბუნებრივია, აილაგმება და დაუბრუნდება თავის ჩვეულ რეჟიმს სიტუაცია. თუნდაც, რომ შევხედოთ ვითარებას, 2012 წლის შემდეგ, მათემატიკური თვალსაზრისითაც რომ შევხედოთ, ლარის კურსი დოლართან მიმართებით არის გაუარესებული, მაგრამ სიღარიბის მაჩვენებელი არის გაუმჯობესებული, შემცირებული მკვეთრად. მიუხედავად ლარის კურსის მერყეობისა, მთელი ამ წლების განმავლობაში სიღარიბე მკვეთრად შემცირდა.
რაც შეეხება მოკლევადიან რყევებს, ის, რა თქმა უნდა, მოკლევადიანი ხასიათისაა, რა თქმა უნდა, არ გაგრძელდება და ვალუტა იქნება სტაბილური და მყარი“, – აღნიშნა მიხეილ დუნდუამ ,,იმედის” ეთერში საუბრისას.
საქსტატმა გამოაქვეყნა მონაცემები, რომლის მიხედვითაც, 2023 წელს სიღარიბეს თავი დააღწია 145 000-ზე მეტმა ადამიანმა – მაჩვენებელი 11.8 პროცენტამდე შემცირდა, რაც ისტორიული მინიმუმია.