ოთარ შამუგია: „აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამით 67 000 მდე ბენეფიციარმა ისარგებლა; ანაზღაურებული ზიანი 83 მლნ ლარს აღემატება“

პარლამენტში 2023 წლის ანგარიშის წარდგენის დროს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა აგრარულ სექტორში დაზღვევის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ კლიმატური რისკების დასაზღვევად აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამა უკვე წლებია ხორციელდება. პროგრამით 67 000 მდე ბენეფიციარმა ისარგებლა. ანაზღაურებული ზიანი 83 მლნ ლარს აღემატება. პროგრამაში ყოველწლიურად შედის ცვლილებები, რათა ის კიდევ უფრო მეტად მორგებული გახდეს ფერმერების ინტერესებზე და გაიზარდოს მოსარგებლეთა რაოდენობა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ბოლო წლებში შეტანილი ცვლილებების შედეგად, გაზრდილია სადაზღვევო პოლისის პრემიის სახელმწიფოს თანამონაწილეობის წილი – მევენახე ფერმერებს 50%-ის ნაცვლად, საშუალება აქვთ, 70%-იანი თანადაფინანსებით შეიძინონ სადაზღვევო პოლისები; 5 ჰა-დან 20 ჰა-მდე, მარცვლეული კულტურების შემთხვევაში 30-დან 100 ჰა-მდე გაიზარდა ფართობები, რომლის დაზღვევა შესაძლებელია ერთი პირის მიერ. შემცირდა სადაზღვევო კომპანიების მხრიდან ზარალზე რეაგირების/შეფასების ვადები და ნაცვლად 21 დღისა, განისაზღვრა 15 დღით; შეიცვალა სადაზღვევო ტარიფები.
მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას ფერმერებს მოუწოდა ისარგებლონ აგროდაზღვევით და დააზღვიონ მოსავალი კლიმატური რისკებისგან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები