სომხეთში უამინდობას მსხვერპლი მოჰყვა

სომხეთში უამინდობას მსხვერპლი მოჰყვა. სომხეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, წვიმის შედეგად ადიდებულმა მდინარე დებედამ საავტომობილო მაგისტრალი დააზიანა, რა დროსაც ავტომობილი მდინარე ჩავარდა და ერთი ადამიანი დაიღუპა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ქალაქ ალავერდში დატბორილია სახლები. ალავერდის თემის სოფელ კარკოპის მონაკვეთში მდინარე დებედაზე ხიდი ჩამოინგრა და სოფელი დაიტბორა. ადიდებულმა მდინარე დებედამ სოფელ ახტალის მიდამოში ხიდს გადაუარა. სოფელ ძორაგეტის 70 მცხოვრები უსაფრთხო ზონაში გადაიყვანეს. ტაშირის თემში, მდინარე ტაშირზე წყალდიდობის შედეგად გამოწვეული ღვარცოფის გამო წყლის დონემ მოიმატა, დაიტბორა სახლები და შენობები, განხორციელდა მოქალაქეების ევაკუაცია.

სახლები დაიტბორა ვანაძორში, სტეფანავანში და სოფელ ამრაკიცში. სტიქიის ზონაში სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი გაემგზავრა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები