ევროკავშირის მოსახლეობის სრული უმრავლესობა ბლოკის შიგნით თავდაცვით სფეროში თანამშრომლობის გაძლიერებას უჭერს მხარს.
ამის შესახებ Eurobarometer-ის უკანასკნელი გამოკითხვიდან ირკვევა.
თანამშრომლობას გამოკითხულთა 80% ემხრობა; ასევე, 74% თავს ევროკავშირის მოქალაქედ მიიჩნევს, რაც 2023 წელთან შედარებით 2 პროცენტით მეტია.
კვლევის ფარგლებში, ევროკავშირის 27 ქვეყნიდან 26 399 ადამიანი გამოიკითხა.
ცნობილია, რომ ევროკომისიას შესაძლოა, თავდაცვის საკითხებში ევროკომისარი შეემატოს. იდეას მხარი კომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა დაუჭირა, რომელიც კენჭს მეორე ვადით იყრის.