მარტვილის მუნიციპალიტეტში მამამ შვილი დაჭრა. არსებული ინფორმაციით, დანაშაული სანადირო თოფიდან გასროლით მოხდა.
მამაკაცი სამართალდამცავებმა ცხელ კვალზე დააკავეს. დაშავებული ახალგაზრდა კლინიკაშია გადაყვანილი.
როგორც „კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლს სამართლის კოდექსის 19/109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.