დიდ ბრიტანეთში საყოველთაო არჩევნები 4 ივლისს გაიმართება

დიდ ბრიტანეთში საყოველთაო არჩევნები 4 ივლისს ჩატარდება. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, რიში სუნაკმა გამოაცხადა.

„ახლა დროა ბრიტანეთმა აირჩიოს ჩვენი მომავალი: გადავწყვიტოთ, გვინდა თუ არა დავეყრდნოთ ჩვენს მიერ მიღწეულ პროგრესს, თუ გავრისკავთ, რომ თავიდანვე აღმოვჩნდეთ დასაწყისში, გეგმისა და სიცხადის გარეშე“, – აღნიშნა ბრიტანეთის მთავრობის მეთაურმა.

მისივე თქმით, მან უკვე მიმართა მეფე ჩარლზ მესამეს პარლამენტის დათხოვნის მოწოდებით, მონარქმა კი აღნიშნული თხოვნა დააკმაყოფილა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები