ევროკავშირის საბჭომ საბოლოოდ დაუჭირა მხარი შენგენის ვიზის საფასურის გაზრდას, რომელიც ძალაში 11 ივნისიდან შევა.
შესაბამისი გადაწყვეტილება ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნდა.
ევროკომისიის 14 მარტის წინადადების მიხედვით, შენგენის ვიზის საფასური 80-დან 90 ევრომდე გაიზრდება, 6-დან 12 წლამდე ბავშვებისთვის 40-დან 45 ევრომდე.
ცალკეულ შემთხვევებში ვიზის საფასური იქნება 135 ან 180 ევრო.
ფასების ზრდის მიზეზის განმარტებაში ევროკომისია ამბობს, რომ ზომა საჭიროა ინფლაციის და ევროკავშირის წევრი ქვეყნების შრომითი ანაზღაურების გადახედვის გამო. ევროკომისიას საკითხის გადახედვის უფლება სამ წელიწადში ერთხელ აქვს.
გადაწყვეტილება ძალაში ჟურნალში გამოქვეყნებიდან მე-12 დღეს შედის, ანუ 11 ივნისიდან.