გაერომ რაფაჰში ჰუმანიტარული დახმარების განაწილება შეაჩერა

გაერომ რაფაჰში საკვების განაწილება მარაგების ამოწურვისა და უსაფრთხოების არარსებობის გამო შეაჩერა.

ორგანიზაციის პრესმდივნის, სტეფან დუჟარიკის განცხადებით, 1,1 მილიონი ადამიანი შიმშილის მაღალ დონეს აწყდება.

“რაფაჰის” გამშვები პუნქტი, რომელიც ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების ერთ-ერთ წერტილს წარმოადგენდა, 6 მაისის შემდეგ არის დაკეტილი.

აღინიშნება, რომ “ღაზაში ჰუმანიტარული ოპერაციები კოლაფსის ზღვარზეა”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები