რუსულმა საგადახდო სისტემამ „იუნისტრიმმა“ საქართველოში ფულადი გზავნილების გატარება განაახლა – ქართული ბანკები აღნიშნულს უარყოფენ

რუსული მედიის ცნობით, რუსულმა საგადახდო სისტემამ „იუნისტრიმმა“ საქართველოში ფულადი გზავნილების გატარება განაახლა.

გავრცელებული ინფორმაციით, ამის შესახებ კომპანიის გამგეობის თავმჯდომარის მოადგილემ იულია კავერინამ ე.წ. რუსულ–ქართული საქმიანი საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

„რუსეთის ტერიტორიაზე მცხოვრები ქართველებისთვის ფულადი გადარიცხვები ახლა უფრო გაუმარტივდებათ“, – ციტირებს მედია კავერინას.

თიბისი ბანკში GBC-ს კითხვაზე, განახლდა თუ არა „იუნისტრიმის“ განაღდებები, თქვეს, რომ ამ ეტაპზე არ ხორციელდება. ამასთან, იმავე პასუხი იყო “საქართველოს ბანკის” მხრიდან: “ამ ეტაპზე ამ სისტემით გზავნილების განაღდება არ ხდება” და ანალოგიური პასუხი იყო “ლიბერთი ბანკიდანაც”.

ინფორმაციისთვის, საგადახდო სისტემა „იუნისტრიმმა“ საერთაშორისო გზავნილები, მათ შორის საქართველოს მიმართულებით, აშშ–ის სანქციების გამო 2023 წლის 21 ივლისიდან შეწყვიტა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები