“ტენდენციას მიყოლილ სიტუაციასთან დაკავშირებით ვერ ვხედავ, რომ ქართული კომპანიები ბირჟაზე რაიმე კუთხით დაღმავალ პოზიციაში იმყოფებიან”, – ამის შესახებ Business Insider Georgia-ს დამფუძნებელმა, ეკონომისტმა გიორგი აბაშიშვილმა მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, გლობალურად რისკები არსებობს, მაგრამ ვერ ხედავს, რომ საქართველო რაიმე ტიპის რისკის ქვეშ იყოს, “გამომდინარე არსებული ვითარებიდან, საერთო ხედვიდან , თუ სად უნდა წავიდეთ”.
“რაც შეეხება ბირჟაზე არსებულ ვითარებას, რაზეც ქართული კომპანიების აქციებთან დაკავშირებით იყო საუბარი, პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ ბირჟაზე ერთდღიანი, ერთკვირიანი რყევა შეიძლება, ნებისმიერი ტიპის, თუნდაც დეზინფორმაციის გავრცელებამ გამოიწვიოს. ბირჟაზე მსჯელობა ჩემი მხრიდან კვალიფიციური ვერ იქნება, ერთდღიან და ორდღიან ჭრილში, რადგან ე.წ. ტენდენციას მიყოლილ სიტუაციასთან დაკავშირებით ვერ ვხედავ, რომ ქართული კომპანიები ბირჟაზე რაიმე კუთხით დაღმავალ პოზიციაში იმყოფებიან და არის რაიმე ტიპის განსხვავებები, ვიდრე აქამდე არ მომხდარა, თუნდაც სრულიად მშვიდ და უწყინარ ვითარებაში. ჯამურად აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ თუ ვსაუბრობთ იმაზე , სტაბილური პოლიტიკური ვითარების დროს უფრო მშვიდია კურსი, სწრაფია ეკონომიკური ზრდა , თუ არასტაბილურობის დროს, რა თქმა უნდა, ეს 2×2- ია, საერთაშორისო სავალუტო ფონდი, მსოფლიო ბაკი ბოლო მონაცემებით, მათ შორის ანალიტიკური ნაშრომებით, პირდაპირ კორელაციას ავლებენ , რომ შიდა და გარე ფაქტორებით გამოწვეული პოლიტიკური არასტაბილურობა ეკონომიკურ ზრდაზე პირდაპირ ნეგატიურ გავლენას ახდენს. ეს აისახება კურსზეც, ბირჟებზეც, მაღაზიებშიც და ა.შ. რა თქმა უნდა, საშუალო ვადიან და გრძლევადიან პერიოდში მნიშვნელვანია, რომ ქვეყანას საგარეო და საშინაო პოლიტიკური ფაქტორებიდან გამომდინარე მშვიდი ვითარება ჰქონდეს. ყველასთვის საინტერესოა ქვეყანა, სადაც მშვიდობა, სტაბილურობაა. რა თქმა უნდა, გლობალურად რისკები არსებობს, მაგრამ მე ამ წუთას ვერ ვხედავ, რომ საქართველო რაიმე ტიპის რისკის ქვეშ იყოს, გამომდინარე არსებული ვითარებიდან, საერთო ხედვიდან , თუ სად უნდა წავიდეთ. მოკლევადიანი პერიოდის ემოციური რყევების, ემოციების განელებასთან, პრაგმატიზმთან დაახლოებასთან ერთად რყევები გაქრება “- განაცხადა აბაშიშვილმა.