დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: უხერხულობას ქმნის ის იმპერატიული ტონი და ზეწოლა, რომელიც გარედან ისმის – უბრალოდ, მოდის დირექტივა, რომელი კანონი მიიღოს სახელმწიფომ, რომელი არა

ჩვენ მოვისმინეთ მაიკლ როთის სამარცხვინო განცხადება, სადაც ეკლესიას შეეხო ძალიან ცუდად, გამიჯნა ახალგაზრდობისა და ნათელი მომავლისგან და თავად მისი ცხოვრების წესი ვიცით, რაც არის, – ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ პარლამენტის თავმჯდომარესთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, გერმანიის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მაიკლ როთი ეკლესიას ძალიან ცუდად შეეხო და “ვიცით, თავად მისი ცხოვრების წესი რაც არის”.

“ჩვენ [“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ”] კანონთან დაკავშირებით [შეხვედრაზე] შეფასებები არ გაგვიკეთებია. ჩვენ ვუყურებთ უბრალოდ, ამ პროცესის ცოტა არალოგიკურ მიმდინარეობას, როდესაც არ ხდება [კანონის] დეტალური გარჩევა და მსჯელობა. უბრალოდ მოდის დირექტივა, რომელი კანონი მიიღოს სახელმწიფომ, რომელი არ მიიღოს. ასე იყო, როდესაც მიიღეს ანტიდისკრიმინაციული კანონი. ახლა ისმის, რომ არ უნდა მიიღოს სახელმწიფომ ეს. ცოტა იცით, რა ქმნით უხერხულობას? თვითონ კანონის შინაარსს მე არ შევეხები და არც შეფასებას დავიწყებ. უხერხულობას ქმნის ის იმპერატიული ტონი და ზეწოლა, რომელიც გარედან ისმის. გუშინ ჩვენ მოვისმინეთ მაიკლ როთის სამარცხვინო განცხადება, სადაც ეკლესიას შეეხო ძალიან ცუდად, გამიჯნა ახალგაზრდობისგან და ნათელი მომავლისგან და თავად მისი ცხოვრების წესი ვიცით რაც არის,” – განაცხადა ჯაღმაიძემ.

ცნობისთვის, პარლამენტის თავმჯდომარე საკანონმდებლო ორგანოში სასულიერო პირებს შეხვდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები