Zaschka Three Wheeler – მსოფლიოში პირველი დასაკეცი მანქანა
გამომგონებელი ენგელბერტ ზაშკა გერმანიაში ვერტმფრენების ინდუსტრიის ერთ-ერთი პიონერი გახლდათ, თუმცა ეს გამოგონება საერთოდ არ არის დაკავშირებული აერონავტიკასთან. მან დააპროექტა და ააგო დასაკეცი სამბორბლიანი მანქანა.
1929 წელს მან შეიმუშავა მანქანის პროექტი, რომელიც ღარიბებისთვის იყო განკუთვნილი. დიზაინერის თქმით, მანქანა იაფი უნდა ყოფილიყო – არაუმეტეს 1000 რაიხსმარკისა – და არ დასჭირვებოდა დამატებითი „ფუფუნება“, ავტოფარეხის სახით.
მის მიერ აგებულ მანქანას, ალბათ, ჩეხური Velorex-ის იდეოლოგიური წინაპარიც შეიძლება, ეწოდოს, რადგან ისიც უკანაძრავიანი ტრიციკლი გახლდათ; აღჭურვილი იყო 1-ცილინდრიანი ძრავით, რომელიც ჰაერით გრილდებოდა. ავტომობილის აჩქარება 40-50 კმ/სთ-ს აღწევდა.
საკმარისი იყო ჩარჩოზე რამდენიმე ჭანჭიკის მოხსნა და მანქანა სამ ნაწილად იშლებოდა. ამ ნაწილების შენახვა შესაძლებელი იყო სარდაფში, ან ნებისმიერ სხვა ადგილას, ხოლო მის ასაწყობად 20 წუთიც კმაროდა.
ზაშკას გეგმაში ჰქონდა სერიული წარმოება მოეწესრიგებინა, მაგრამ ამ გეგმაზე უარის თქმა მოუწია. ამ ავტომობილის მასობრივი წარმოება ძალიან ძნელი აღმოჩნდა და მისი ფასი ბევრად აჭარბებდა წინასწარ გამოანგარიშებულ ფასს.