აქციის მონაწილეებმა პარლამენტთან რკინის ჯებირის ერთ-ერთი ნაწილი მოარღვიეს

პარლამენტის ცენტრალურ შესასვლელთან ხმაურია. აქციის მონაწილეებმა რკინის ჯებირის კონსტრუქციის ერთ-ერთი ნაწილი მოარღვიეს, რასაც მონაწილეების ნაწილი სტვენით და ოვაციით შეხვდა.

პარლამენტის შიდა ეზოში სამართალდამცავები არიან მობილიზებული. მანამდე, შსს-მ გაავრცელა განცხადება, სადაც მონაწილეებს წესრიგის შენარჩუნებისკენ მოუწოდებს.

“მოვუწოდებთ აქციის მონაწილეებს, პროტესტი გამოხატონ კანონით დადგენილ მშვიდობიან ფარგლებში, ყველა სამართალდარღვევას პოლიციის მხრიდან მოჰყვება შესაბამისი რეაგირება”, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები