სტუდენტები პარლამენტთან მსვლელობით მივიდნენ და „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციას შეუერთდნენ

სტუდენტები პარლამენტთან მსვლელობით მივიდნენ და “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციას შეუერთდნენ. ისმის შეძახილები „მონებო“, „რუსებო“, „საქართველოს გაუმარჯოს“.

შეგახსენებთ, რომ „ქართული ოცნება” „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მესამე მოსმენით განიხილავს და კენჭისყრით დამტკიცებას სწორედ დღევანდელ პლენარულ სხდომაზე გეგმავს. მესამე მოსმენა მხოლოდ ტექნიკურ-რედაქციული შინაარსის განხილვას ითვალისწინებს. ამით კანონპროექტის საპარლამენტო განხილვის პროცესი დასრულდება და კანონი ხელმოსაწერად პრეზიდენტს გადაეცემა. ცნობილია, რომ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი კანონზე ვეტოს დადებას გეგმავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები