“არა რუსულ კანონს – ვერ შეგვაშინებთ!” – 19:00 საათზე თბილისში სტუდენტური მარში გაიმართება

“არა რუსულ კანონს! ვერ შეგვაშინებთ!”, – ამ სლოგანებით 19:00 საათზე თბილისში სტუდენტური მარში გაიმართება.

ღონისძიების ორგანიზატორები “სტუდენტები ევროპული მომავლისთვის” და თსუ-ის სტუდენტები არიან.

“დღეს საქართველოში არსებული სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტის სტუდენტები ვიკრიბებით 7 საათზე რუსთაველის მეტროსთან, საიდანაც გადავინაცვლებთ პარლამენტთან მსვლელობით, რათა ხელისუფლებას კვლავ დავანახოთ ახალგაზრდების ძალა.

ვიკრიბებით, რომ:

1.ვუთხრათ- არა რუსულ კანონს!
2.ვუთხრათ- არა რუსულ რეჟიმს!
3.ვუთხრათ- არა ძალადობას!

4.ვუთხრათ – კი ევროპას!

ქართველი სტუდენტები/ახალგაზრდები არ დავუშვებთ საქართველოს გარუსებას, არ გაპატიებთ ჩვენს მეგობრებსა თუ ქვეყნის მოქალაქეებზე ძალადობრივი გზებით თავდასხმას!! პასუხი ისევ ერთია ვერ შეგვაშინებთ!”, – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც “სტუდენტური მარშის” “ფეისბუქ” გვერდზე გამოქვეყნდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები