“ეს კანონი ამ ქვეყანას სჭირდება, ეს კანონი ამ ქვეყნის სუვერენიტეტს სჭირდება, ეს კანონი სჭირდება მოქალაქეთა ინფორმირებას” – მდინარაძე
ეს კანონი ამ ქვეყანას სჭირდება, ეს კანონი ამ ქვეყნის სუვერენიტეტს სჭირდება, ეს კანონი სჭირდება მოქალაქეთა ინფორმირებას და არა სახელმწიფოს ინფორმირება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ “ქრონიკას” განუცხადა.
„როცა ასეთი კონკრეტული მაგალითი გაქვს, რომ, შვიდმა არასამთავრობო ორგანიზაციამ დროის რაღაც მონაკვეთში მიიღო 15 მილიონი ლარი და დახარჯა 85 მილიონი. ოდნავ მოაზროვნე ადამიანს ხომ უნდა გაგიჩნდეს კითხვა, 15 მილიონი შემოსავალი რომ დაუფიქსირდა და 85 მილიონი ხარჯი, არ გაინტერესებს საიდან?! მოქალაქეებისთვის უნდა იყოს გამჭვირვალე და შემდეგ მოქალაქეები დასკვნას გააკეთებენ”, – განაცხადა მდინარაძემ.