ანრი ოხანაშვილი: პატიმართა უფლებები დაცულია ჩვენს ქვეყანაში, 22 ათასი პატიმარი ჩაბარდა წარსულს, როდესაც გადავსებული იყო ციხეები და როდესაც პატიმრების სისტემურ წამებას ჰქონდა ადგილი

პატიმართა უფლებები დაცულია ჩვენს ქვეყანაში, 22 ათასი პატიმარი ჩაბარდა წარსულს, როდესაც გადავსებული იყო ციხეები და როდესაც პატიმრების სისტემურ წამებას ჰქონდა ადგილი, – ასე უპასუხა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილმა „გირჩის“ წევრის, იაგო ხვიჩიას კითხვას, ხომ არ იგეგმება პატიმართა ამნისტია.

ოხანაშვილმა განმარტა, რომ ეს არის საკითხი, რომელსაც სჭირდება კომპლექსური მომზადება. მისივე თქმით, დღემდე გამოდის გადაწყვეტილებები სტრასბურგში, რომ წამება იყო სისტემური ხასიათის „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის დროს და ეს მოცემულობა აღმოფხვრილია.

„ეს ჩაბარდა ისტორიას და წარსულს. „პენიტენციური კოდექსი“, რომელიც ჩვენ მივიღეთ, მაქსიმალურად უზრუნველყოფს პატიმართა უფლებების დაცვას და კიდევ უფრო გაუმჯობესებას.

ამ ეტაპზე რომ რაიმე დაინიცირებული არ არის ამ საკითხთან დაკავშირებით, იცით. ეს არის კომპლექსური საკითხი, რომელსაც სჭირდება სერიოზული მომზადება, სერიოზული დამუშავება და ისე განხილვა. ეს იქნება ჩემი პასუხი ამ საკითხზე“, – განმარტა ანრი ოხანაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები