კახა კალაძე: ყველას ვაფრთხილებ, ცეცხლს ეთამაშებიან – ძალიან ფრთხილად იყვნენ, აქციის ჩატარება უნდათ მშვიდობიანად?! კეთილი ინებონ და მშვიდობიანად ჩაატარონ

არავის მივცემთ შესაძლებლობას დაპირისპირების, რევოლუციის. ჩვენ უკვე წარსულს ჩავაბარეთ ის დრო, როდესაც რევოლუციით ხდებოდა ხელისუფლების ცვლილებები, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

„ყველას ვაფრთხილებ, ცეცხლს ეთამაშებიან. ძალიან ფრთხილად იყვნენ. აქციის ჩატარება უნდათ მშვიდობიანად?! კეთილი ინებონ და მშვიდობიანად ჩაატარონ, მაგრამ, როგორც კი გადაცდომა იქნება ამას მოჰყვება ძალიან მკვეთრი რეაგირება, რა თქმა უნდა ისიც კანონის ფარგლებში“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები