გიორგი ვოლსკი: სუს-ის განცხადება არ არის ჰაერიდან მოტანილი

მმართველი გუნდის წევრი – გიორგი ვოლსკი სუს-ის განცხადებას გამოეხმაურა.

“რა საკვირველია, ეს განცხადება არ არის ჰაერიდან მოტანილი, ემყარება კონკრეტულ ცნობებს, ინფორმაციას, ანალიტიკას, მაგრამ არც ჟურნალისტები, არც რიგითი მოქალაქეები, არც პოლიტიკოსები არ არიან შორს იმ რეალობის ცოდნისაგან, რაზეც სუს-ი გვესაუბრება კიდევ უფრო დაზუსტებულად და კონკრეტული ფაქტების ასახვით.

გადავხედოთ სიტუაციას, რეალურად რა ხდება მსოფლიოში. ორი დიდი ძალა ერთმანეთს უპირისპირდება და რუსეთის აგრესიის მერე წარმოიქმნა რეალური, გარდაუვალი საფრთხე იმ შემთხვევაში, თუ კი საქართველო კონკრეტულ სწორ ნაბიჯებს არ გადადგამს, ისეთი განსაცდელი წარმოიქმნება ჩვენი ქვეყნისთვის, რომელსაც ვერასდროს ვეღარ ავანაზღაურებთ და გამოვასწორებთ.

ამ ვითარებაში სუს-ის ეს მოხსენება რა საკვირველია, ყურადსაღებია და უპირველესად ყოვლისა, მათთვის, ვინც ჩართულია ამ საპროტესტო აქციებში და მათთვის, ვისაც ჰგონია, ვინც უშვებს, რომ მთავრობამ, შეიძლება, რუსეთის ინტერესებით იმოქმედოს”, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ “იმედის” ეთერში საუბრისას.

ცნობისთვის, სუს-ის ინფორმაციით, პირთა გარკვეული ჯგუფები ცდილობენ საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე აქციების დროს მოაწყონ პროვოკაციები, რაც მიზნად ისახავს დესტრუქციული და ძალადობრივი სცენარების განვითარებას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები