ირაკლი კობახიძე – სალომე ზურაბიშვილზე: კონსტიტუციის წინაშე ფიცის გატეხისა და ქვეყნის ღალატისთვის ღმერთის წინაშე აგებს ყველა პასუხს

“ქართულ ჯარს არ ვაკადრებ, გამოვეხმაურო მის პოლიტიკურ განცხადებებს, რომლებიც სრულიად შეუფერებელი იყო დღევანდელი დღისთვის და პრეზიდენტის თანამდებობისთვის”, – ამის შესახებ პრემიერმინისტრმა, ირაკლი კობახიძემ საქართველოს თავდაცვის ძალების 33-ე წლისთავთან დაკავშირებულ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, კონსტიტუციის წინაშე ფიცის გატეხისა და ქვეყნის ღალატისთვის ღმერთის წინაშე აგებს ყველა პასუხს.

„ჩემს მისალმებაში შეგნებულად არ მოვიხსენიე წინა გამომსვლელი და ქართულ ჯარს არ ვაკადრებ, გამოვეხმაურო მის პოლიტიკურ განცხადებებს, რომლებიც სრულიად შეუფერებელი იყო დღევანდელი დღისა და პრეზიდენტის თანამდებობისთვის. კონსტიტუციის წინაშე ფიცის გატეხისა და ქვეყნის ღალატისთვის ღმერთის წინაშე აგებს ყველა პასუხს“, – აღნიშნა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები