“ოკუპანტებმა ზაპოროჟიეს ოლქში ასამდე დრონი გამოიყენეს” – ადმინისტრაციის ხელმძღვანელი

ზაპოროჟიეს ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ივან ფედოროვი აცხადებს, რომ გასულ დღის განმავლობაში ოკუპანტებმა რეგიონის მიმართულებით 254 დარტყმა განახორციელეს, ცეცხლის სამიზნე შვიდი დასახლებული პუნქტი გახდა.

როგორც ფედოროვი წერს, ამ დასახლებულ პუნქტებში სხვადასხვა მოდიფიკაციის 96 დრონი იქნა გამოყენებული, ასევე,  არტილერია.

მისი თქმით, 19 საცხოვრებელი სახლი დაინგრა, თუმცა, დაშავებულები არ არიან.

ზოგიერთ დასახლებულ პუნქტში აქტიური საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები