გიორგი ვოლსკი: დადასტურდა, რომ სააკაშვილი არათუ ავად არის, არამედ უნდა, რომ ავანგარდში ჩაუდგეს პოლიტიკურ მოძრაობას

დადასტურდა, რომ სააკაშვილი არათუ ავად არის, არამედ უნდა, რომ ავანგარდში ჩაუდგეს პოლიტიკურ მოძრაობას, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცესპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, “სიმულაციას ახდენდა მომაკვდავი დემოკრატის”.

„ეს ფაქტია და ყველამ ვიხილეთ, მაგრამ ეს არ არის საქმე. ამდენი ხანი ამ თაღლითობის პოლიტიკით, რევოლუციური პროცესების განვითარების დაუოკებელი ჟინი და სურვილი, რამაც სააკაშვილი დააწვინა ლოგინში და ამდენი ხანი სიმულაციას ახდენდა მომაკვდავი დემოკრატის, აი, ესაა საქმე, ეს არის სიბინძურე“, – აღნიშნა ვოლსკიმ.

ინფორმაციისთვის, ექსპრეზიდენტმა სააკაშვილმა სტრასბურგის სასამართლოდან საჩივარი გამოიტანა. შესაბამის წერილში აღნიშნულია, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სიცოცხლისთვის სახიფათო არ არის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები