კახური ტრადიციული მეღვინეობა ჯგუფის დამფუძნებელი ზურაბ ჩხაიძე: მეტი გამჭვირვალობა, სტაბილურობა მხოლოდ და მხოლოდ დაგვაახლოებს ევროპულ ღირებულებებთან, რადგან ეს ერთ-ერთი მთავარი დასავლური ფასეულობაა

კახური ტრადიციული მეღვინეობა KTW ჯგუფის დამფუძნებელი, ზურაბ ჩხაიძე ბოლო დროს განვითარებულ პოლიტიკურ მოვლენებს ეხმიანება და სოციალურ ქსელში განცხადებას აქვეყნებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული “KTW ჯგუფი ორ ათეულ წელზე მეტია, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, ქვეყნის კულტურისა და ისტორიის პოპულარიზაციას ეწევა და კარგად გვესმის, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია გამჭვირვალობა, ღიაობა და მშვიდობა პროცესების წარმატებაში. მეტი გამჭვირვალობა, სტაბილურობა მხოლოდ და მხოლოდ დაგვაახლოებს ევროპულ ღირებულებებთან, რადგან ეს ერთ-ერთი მთავარი დასავლური ფასეულობაა“.

ზურაბ ჩხაიძე აღნიშნავს, რომ საქართველოს ევროპული ვექტორი უალტერნატივოა და ამ გზაზე უნდა ვიაროთ მშვიდობით – ჩვენი კულტურისა და ისტორიის პატივისცემით, ჩვენი შვილებისა და მათი ნათელი მომავლის უზრუნველსაყოფად.

„დასავლური ღირებულებები ის ქვაკუთხედია, რომელიც ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს აერთიანებს. ევროპელობა არათუ ჩვენი არჩევანი, არამედ მემკვიდრეობაა. ისტორიული მონაპოვარია, რომელსაც უნდა გავუფრთხილდეთ და გავაძლიეროთ.
გზა, რომელსაც ჩვენი ქვეყანა გადის, სწორედ ამ მონაპოვარის გაძლიერებას ემსახურება. 2012 წლიდან დღემდე, დღევანდელმა ხელისუფლებამ შეძლო და ამ კურსის კიდევ უფრო გასამყარებლად, არაერთი გამარჯვება მოიპოვა.
დღეს, საქართველო არის ქვეყანა, სადაც სტაბილური, გამჭვირვალე და თავისუფალი ბიზნესგარემოა შექმნილი, რაც არაერთი საერთაშორისო კვლევით დასტურდება. ქვეყანაში ბიზნესმა მიაღწია სახელმწიფოსთან თანამშრომლობის იმ ეტაპს, როდესაც მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები ურთიერთშეთანხმებისა და ერთიანი კოორდინაციის საფუძველზე მიიღება. არსებობს საგადასახადო შეღავათები, მცირე თუ საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამები, რაც ქართული ეკონომიკის ზრდის უმთავრესი საწინდარია. მშვიდობა და სტაბილურობა კი, ამ და სხვა სწორად გადადგმულ ნაბიჯებს წარმატების ერთიან პაკეტად აერთიანებს, რაც აუცილებლად მიგვიყვანს ჩვენს ისტორიულ მიზნამდე.
KTW ჯგუფი ორ ათეულ წელზე მეტია, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, ქვეყნის კულტურისა და ისტორიის პოპულარიზაციას ეწევა და კარგად გვესმის, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია გამჭვირვალობა, ღიაობა და მშვიდობა პროცესების წარმატებაში. მეტი გამჭვირვალობა, სტაბილურობა მხოლოდ და მხოლოდ დაგვაახლოებს ევროპულ ღირებულებებთან, რადგან ეს ერთ-ერთი მთავარი დასავლური ფასეულობაა.
საქართველოს ევროპული ვექტორი უალტერნატივოა და ამ გზაზე უნდა ვიაროთ მშვიდობით – ჩვენი კულტურისა და ისტორიის პატივისცემით, ჩვენი შვილებისა და მათი ნათელი მომავლის უზრუნველსაყოფად”, – აღნიშნულია KTW ჯგუფის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები