მიხეილ ყაველაშვილი: იმ ბავშვებს, აქციაზე რომ დგანან, მინდა ვკითხო: იციან გირგვლიანის, რობაქიძის, ვაზაგაშვილის შესახებ?
„ამ ბავშვების გვერდით, რომლებიც გამჭვირვალობის კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციაზე არიან, დგას, მაგალითად, შოთა უტიაშვილი, რომელიც 26 მაისის დარბევის ერთ-ერთი ხელმძღვანელი იყო, სადაც ხანდაზმული ადამიანები ცემით მოკლეს, მეორე დღეს კი აღლუმი ჩაატარეს და ზოგიერთები დააჯილდოვეს”, – ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის” პოლიტიკურმა მდივანმა, დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.