მიხეილ ყაველაშვილი: მე დღეს ამაყი ვარ, რომ იმ 83 დეპუტატთან ერთად მეძლევა შესაძლებლობა, დავიცვა საქართველოს დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი

მე დღეს ამაყი ვარ, რომ იმ 83 დეპუტატთან ერთად მეძლევა შესაძლებლობა, დავიცვა საქართველოს დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი, – ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ პარტია „ხალხის ძალის“ პოლიტიკურმა მდივანმა, დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.

„როგორ შეიძლება 10-12 წლის ბავშვთან დიალოგში შევიდე და პოლიტიკურ პროცესებში დავიწყო მათთან ჭიდილი. ვერ ვიძინებ ხოლმე, როცა ვხედავ 10-12 წლის ბავშვს, რომ ასეთი განწყობით არის და ვიღაც უტენის გონებაში – რომ ეს ხელისუფლება მოღალატეა, 83 დეპუტატი მოღალატეა და ასეთი განწყობით აცხოვრებენ ამ ბავშვებს. პედაგოგები ესაუბრებიან ამაზე – ეს რა სიგიჟესთან გვაქვს საქმე? არქივზე როცა მაქვს საუბარი, ბავშვებს მივმართავ – 2008 წელს საქართველოს რუსეთთან ჰქონდა ომი და 500-მდე ჯარისკაცი და სამოქალაქო პირი გარდაიცვალა, 30 000 ლტოლვილია და დავკარგეთ ტერიტორიები. გვერდზე რომ გყავთ ის ადამიანები, ვინც ეს აქტი ჩაიდინა და ჩააბარა ეს ტერიტორიები – 2008 წლის შემდეგ 30-მდე სტრატეგიული ობიექტი მიყიდეს მათ რუსეთს. დღეს რომ აპროტესტებენ, რუსეთი როგორი ცუდია და იქ სიმღერა და ცეკვა – სიმღერითაც მღეროდნენ, ჩადიოდნენ კიდევაც, საზღვარსაც უხსნიდნენ, ცალმხრივადაც გააუქმეს ვიზები და ძალიან კარგად იყვნენ რუსეთთან დამოკიდებულებაში. რატომ, იცით? იმიტომ რომ გარე დამკვეთებმა დაავალეს, რომ არ უნდა შეეწინააღმდეგონ რუსეთის პოლიტიკას და პირიქით, უნდა დაათბოთ ეს ყველაფერი. ეს ისტორია არის, არქივი არის და შეგიძლიათ, ნახოთ. დაივიწყეს ანწუხელიძე და პირიქით, 30 ობიექტი მიყიდეს რუსეთის ხელისუფლებას“, – აღნიშნა ყაველაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები