საფრანგეთი ევროკავშირს რუსული დეზინფორმაციის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას სთავაზობს

საფრანგეთი ევროკავშირს რუსული დეზინფორმაციისა და მსოფლიოში არჩევნებში ჩარევისთვის სანქციების დაწესებას სთავაზობს.

პარიზის წინადადება გააძლიერებს ევროკავშირის სანქციებს ფიზიკური და იურიდიული პირების წინააღმდეგ, რომლებიც მსოფლიოში რუსეთის მიერ დაფინანსებული “დესტაბილიზაციის შემომტან ქმედებაში არიან” ჩართული.

ასეთი სანქციების დაწესებას მხარი ესტონეთმა, ლატვიამ, ლიეტუვამ, ნიდერლანდებმა და პოლონეთმა უკვე დაუჭირეს.

დოკუმენტის პროექტში ნათქვამია, რომ რუსეთთან დაკავშირებული ობიექტების “დესტაბილიზაციისკენ მიმართული ქმედება ევროპაშიც გაძლიერდა, რადგან რუსეთი ცდილობს ძირი გამოუთხაროს დემოკრატიებს, სტაბილურობას და კანონის უზენაესობას სხვადასხვა ჰიბრიდული საშუალებების გამოყენებით”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები