ოკუპანტებმა ხარკოვზე იერიში მიიტანეს, არიან დაშავებულები

რუსმა ოკუპანტებმა ხარკოვზე იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც, სულ მცირე, სამი ადამიანი დაშავდა.

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, საჰაერო განგაში იყო გამოცხადებული ხარკოვის, პოლტავისა და დნეპროპეტროვსკის რეგიონებში.

ხარკოვის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ სინეგუბოვის განცხადებით, ოკუპანტებმა მართვადი ავიაბომბი ხარკოვის სალტოვსკის რაიონს ესროლეს, რის შედეგადაც 19 კერძო სახლი, სამი ავტოფარეხი და სამი ავტომობილი დაზიანდა.

მისივე თქმით, ოკუპანტებმა დაბომბეს შენობა, რომელშიც ადრე ზოლოჩევსკის რაიონის ადმინისტრაცია იყო განთავსებული. ამავე რაიონში 10 სახლია დაზიანებული, მათ შორის, ორი კორპუსი და ბანკის შენობა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები