მედია: უკრაინას Patriot-ის სისტემა შესაძლოა, საბერძნეთმა გადასცეს
საბერძნეთმა უკრაინას შესაძლოა, Patriot-ის სისტემა გადასცეს – “შეერთებული შტატების გარანტიებისა” და ფინანსური კომპენსაციის სანაცვლოდ.
ამის შესახებ Pronews-ი იტყობინება.
აღინიშნება, რომ ათენმა შესაძლოა, კიევს საბერძნეთში განლაგებული ორი Patriot-დან ერთი გადასცეს.
დღეს პოლონეთის პრემიერმინისტრმა, დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ ქვეყანას არ აქვს შესაძლებლობა, უკრაინას Patriot-ი გადასცეს, თუმცა, ქვეყნის საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად სხვა სისტემებით დაეხმარება.