„ყირამალა“ – ბორის გუგეშაშვილის სიმღერების ალბომის წარდგენა გაიმართება
23 აპრილს, 19″00 საათზე, მწერალთა სახლში ბორის გუგეშაშვილის სიმღერების ალბომის – „ყირამალას“ წარდგენა გაიმართება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, ალბომში შედის ბორის გუგეშაშვილის ყველაზე მეტად გახმაურებული 10 სიმღერა ფოლკის სტილში (აუდიოდისკი) და სიმღერების ტექსტების, ანოტაციებისა და გუგეშაშვილების მომღერალი ოჯახის შემოქმედებითი ბიოგრაფიის ამსახველი წიგნაკი.
სიმღერებს ასრულებს ორიგინალური სახით მათი თავდაპირველი შემსრულებელი – გუგეშაშვილების ოჯახი.
იმ საღამოს სტუმრებს, შემოქმედებით ჯგუფთან შეხვედრისა და ალბომის შეძენის შესაძლებლობის გარდა, სიურპრიზიც ელოდებათ.
ალბომის ჩაწერაზე იმუშავა შემოქმედებითმა ჯგუფმა ოჯახის ახლანდელი შემადგენლობით (სოფო და ნინო გუგეშაშვილები, შალვა ხმალაძე, ნინო ბერიშვილი); წიგნი დაბეჭდა შპს “იუ სი ემ” UCM ltd-მ; დისკების ტექნიკურ უზრუნველყოფაზე იმუშავა შპს „ქეი სფეისმა”.
პროექტი განხორციელდა საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით;
წიგნის წინა ყდაზე და დისკზე გამოყენებულია ნინო გუგეშაშვილის ნახატი, უკანა ყდაზე ფოტოგრაფ ვიტალი დვალის უნიკალური ფოტო – გუგეშაშვილების ოჯახი თავდაპირველი შემადგენლობით (ბორის, სოფო და ნინო გუგეშაშვილები, ლია ხიდეშელი) ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზის სცენაზე.