ოკუპირებულ მარიუპოლში მშენებლობასთან დაკავშირებული სკანდალის შემდეგ, რუსეთს გერმანული Knauf-ი ტოვებს

სამშენებლო მასალების მწარმოებელი გერმანული კომპანია Knauf-ი რუსეთის ბაზარს ტოვებს.

ამის შესახებ DW წერს.

როგორც კონცერნის განცხადებაშია აღნიშნული, გადაწყვეტილება „მიმდინარე მოვლენების ფონზე“ იქნა მიღებული.

ამასთან, კომპანიაში არ აკონკრეტებენ, “რა მოვლენაზეა” საუბარი.

სავარაუდოა, რომ Knauf-ის გადაწყვეტილება ჟურნალისტურ გამოძიებასთან იყოს კავშირში. კერძოდ, აპრილში ARD-ის ჟურნალისტური გამოძიება გამოქვეყნდა, რომლის მიხედვით, რუსეთის მიერ ოკუპირებულ მარიუპოლს სამშენებლო მასალებს, სულ მცირე, ორი გერმანული კომპანია აწვდის. მათგან ერთ-ერთი სწორედ Knauf-ია. მეორე კი, ბეტონის ბლოკების მწარმოებელი WKB Systems-ი.

Knauf-ი რუსულ ბაზარზე 30 წელზე მეტია მუშაობს. კომპანიაში აღნიშნავენ, რომ 4 ათასზე მეტი თანამშრომლისთვის სამუშაო ადგილების შესანარჩუნებლად, ბიზნესი ადგილობრივ მმართველობას გადაეცემა, მათ შორის ნედლეულის მოპოვება, წარმოება და გაყიდვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები