საქართველოს ეროვნულმა არქივმა ფილმების ელექტრონული კინოკატალოგი შექმნა

საქართველოს ეროვნულმა არქივმა ფილმების ელექტრონული კინოკატალოგი შექმნა. ეროვნულ არქივსა და კინოსტუდია „ქართულ ფილმში“ დაცული კინოდოკუმენტების შესახებ ინფორმაციის მიღება ამიერიდან ონლაინკატალოგიდან იქნება შესაძლებელი. ვებპროგრამაში შეტანილია ინფორმაცია მხატვრული, დოკუმენტური, ანიმაციური ფილმების, კინოჟურნალებისა და ქრონიკალური კადრების შესახებ.

ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია რეჟისორის, ოპერატორის, მსახიობების, გადაღების წლის, თემის და სხვა მახასიათებლების მიხედვით.

კინოკატალოგში ამ დროისათვის შეტანილია ინფორმაცია 500-ზე მეტი ფილმის შესახებ. ვებპროგრამა ხელმისაწვდომია ბმულზე.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები