მედია: კადიროვი შესაძლოა, რუსეთის შს მინისტრად დაინიშნოს

ჩეჩნეთის ლიდერი, რამზან კადიროვი შესაძლოა, რუსეთის შს მინისტრად დაინიშნოს.

ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება.

მედია არ გამორიცხავს, რომ “კროკუს სითი ჰოლზე” თავდასხმამ და მიგრანტების შემდგომმა დაკავებებმა შს მინისტრის გადაყენება გამოიწვიოს, პოსტზე კი რამდენიმე კანდიდატი იქნება წარდგენილი.

ამავე დროს, კადიროვის დანიშვნა არაერთგვაროვნად ფასდება. ერთი მხრივ, მისი  მკაცრი მმართველობა შესაძლოა, ეფექტური იყოს კრიზისულ ვითარებაში. მეორე მხრივ კი, კადიროვს ფედერალური სტრუქტურის ხელმძღვანელობის გამოცდილება არ აქვს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები