კახა კალაძე: „ქართული ოცნება“ არის ძალა, რომელიც ატარებს ჩვენი ქვეყნის ინტერესს, იცავს ქვეყნის სახელმწიფოებრიობას, სუვერენიტეტს, თვითმყოფადობას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია

ჩვენ ბოლო დღეების განმავლობაში ვისმენთ განცხადებებს აღნიშნულ კანონპროექტთან დაკავშირებით, შემიძლია პირდაპირ ვთქვა, რომ აბსურდის თეატრში მგონია თავი. ეს არის, ამ სიტყვების პირდაპირი მნიშვნელობით, ღია კარის მტვრევა , – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ „იმედი LIVE“-ის ეთერში განაცხადა.

„ძირითადი მესიჯი რა აქვთ, რომ აღნიშნული კანონპროექტი, რომელიც პირდაპირ დაკავშირებულია გამჭვირვალობასთან, რაც ევროპული ღირებულებების ერთ-ერთი მთავარი ფუნდამენტია, ეწინააღმდეგებიან ამ ყველაფერს. ამას აქვს თავისი ახსნა, რატომ ეწინააღმდეგებიან. მეორე მესიჯი რაც აქვთ, რომ თითქოს საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება არის რუსეთუმე და მივექანებით თითქოს რუსეთში. ესეც ძალიან დიდი ტყუილი, ძალიან დიდი აბსურდია. საზოგადოებამ, ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანებმა ძალიან კარგად იციან, რომ „ქართული ოცნება“ არის ძალა, რომელიც ატარებს ჩვენი ქვეყნის ინტერესს, იცავს ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობას, იცავს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს, თვითმყოფადობას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ამ ყველაფრისთვის იბრძოლა ჩვენმა წინაპარმა, დაღვარა სისხლი იმისთვის, რომ მოეპოვებინა დამოუკიდებლობა და ვყოფილიყავით თავისუფლები. არ ვყოფილიყავით ვინმეზე დამოკიდებული. ეს იყო ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფუნდამენტური ღირებულებები, რისთვისაც იბრძოდნენ ჩვენი წინაპრები და, რა თქმა უნდა, ეს ბრძოლა გრძელდება დღესაც“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები