გია ცაგარეიშვილი: „იმედის“ ჟურნალისტისთვის ნაჩვენები შუა თითი არის „იმედის“ მაყურებლისთვის ნაჩვენები შუა თითი

ის, რაც დღეს თქვენს ჟურნალისტს გადახდა პირდაპირ ეთერში, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, ეს იყო ყოვლად მიუღებელი და ზღვარგადასული სისაძაგლე, – ამის შესახებ, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გია ცაგარეიშვილმა „იმედი LIVE“-ში განაცხადა,

„მინდა ვუთხრა ყველას, რომ „იმედის“ ჟურნალისტისთვის ნაჩვენები შუა თითი არის „იმედის“ მაყურებლისთვის ნაჩვენები შუა თითი. ეს უნდა იცოდეს ყველამ მყარად. ასიათასობით თქვენი მაყურებელს, რომელიც დღეს თქვენი მეშვეობით იწყებს პირუთვნელ ინფორმაციას, სწორედ მათ მიაყენეს შეურაცხყოფა, იმ ადამიანებს, რომლებიც ახლა უსხედან ცისფერ ეკრანებს და უყურებენ თქვენს არხს. თქვენ უამრავი მაყურებელი გყავთ, არამხოლოდ ჩვენს ქვეყანაში, არამედ მის ფარგლებს გარეთ. ამიტომ, თქვენი შეურაცხყოფა ეს არის თქვენი მაყურებლის შეურაცხყოფა და ამის ფასს ეს ვაი პოლიტიკოსები უახლოეს მომავალში აუცილებლად გადაიხდიან, როდესაც მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებში მიიღებენ იმ კატასტროფულ შედეგს, რასაც მიიღებენ. ამის გარანტიას გაძლევთ“, – აღნიშნა ცაგარეიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები