ზელენსკიმ მობილიზაციის შესახებ კანონს მოაწერა ხელი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უმაღლესი რადას მიერ მობილიზაციის ცალკეული საკითხების, სამხედრო აღრიცხვისა და სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ მიღებულ კანონს მოაწერა ხელი.

დოკუმენტი რადას საიტზე განთავსდა.

კანონის გარკვეული დებულებები ძალაში მისი ხელმოწერიდან ერთ თვეში – 16 მაისს შევა ძალაში.

გასულ კვირას მიღებული კანონის ძირითად ამოცანად სამობილიზაციო პროცესების გაძლიერება სახელდება, თუმცა, ექსპერტთა საზოგადოებაში არ არსებობს ერთი აზრი იმასთან დაკავშირებით, შეძლებს თუ არა მიღებული დოკუმენტი ამ ამოცანების შესრულებას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები