მეუფე ანტონი – ელისაშვილზე: ასე მუხანათურად თუ მოიქცეოდა, არ მეგონა

ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი, მეუფე ანტონი ოპოზიციონერი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის მიერ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერ მამუკა მდინარაძეზე მომხდარ თავდასხმის ფაქტს გამოეხმაურა.

“ალეკო, რომელსაც ვაჟკაცობის მაგალითებზე ისტორიული გადაცემები მიჰყავს, ასე მუხანათურად თუ მოიქცეოდა, არ მეგონა”, – აღნიშნა მეუფე ანტონიმ.

ცნობისთვის, გუშინ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე წარადგენდა, „მოქალაქეების“ ლიდერი, ალეკო ელისაშვილი ტრიბუნასთან მივარდა და მას ხელი დაარტყა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები