რატი იონათამიშვილი: მამუკა მდინარაძემ ერთი ხელის მოსმით გააცამტვერა რადიკალური ოპოზიციის ქმედებები და დაუკარგა მათ სახე

“მამუკა მდინარაძემ ერთი ხელის მოსმით გააცამტვერა რადიკალური ოპოზიციის ქმედებები და დაუკარგა მათ სახე”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციას „გამჭვირვალობის კანონის“ განხილვისას არგუმენტები არ ჰქონდა.

„ჩვენ ვნახეთ, რომ არცერთი არგუმენტი არ ჰქონდათ მათ და ერთადერთი, რაზეც აპელირებდნენ, იყო იმან ასე თქვა, ამან ასე თქვა. სხვა ფაქტობრივად, პოლემიკაში შესვლის არანაირი მცდელობა არ ჰქონიათ. ამის არც რესურსი გააჩნიათ, არც საფუძველი და ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს ჩვენს საზოგადოებას, რომ ჩვენ ვართ სიმართლის მხარეს, ჩვენ ვართ ჩვენი ქვეყნის ეროვნული და სახელმწიფოებრივი ამოცანების მხარეს“, – აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები