შალვა პაპუაშვილი – ცესკოს თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატებზე: ისინი იმსახურებენ ჩვენ ნდობას

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ ცესკოს თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატები, რომელთა მოსმენაც პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში გაიმართა, ნდობას იმსახურებენ.

„უკვე ორ წელზე მეტია, ეს ადამიანები არჩეული არიან, გაუგრძელდათ ვადა და ასე შემდეგ. ვერავინ ვერც ერთ ჯერზე რაიმე კონკრეტული საწინააღმდეგო არგუმენტი ვერ თქვა. გველაპარაკებიან რწმენით, რომ მათ ჰგონიათ, სჯერათ და ასე შემდეგ. საღი აზრის მქონე ადამიანი ასე არ მოქმედებს. ისინი არიან პროფესიონალი ადამიანები – კანდიდატები, რომლებზეც არსებობს საერთაშორისო შეფასება. ცესკოს აქვს უმაღლესი საერთაშორისო შეფასება. ისინი იმსახურებენ ჩვენს ნდობას. იმედი მაქვს, რომ ოპოზიციიდანაც ექნებათ მხარდაჭერა იმისთვის, რომ 90 ხმა შეგროვდეს”, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად გიორგი კალანდარიშვილის, ხოლო ცესკოს წევრობის თანამდებობაზე მაია ზარიძის, გიორგი შარაბიძისა და გია ცაცაშვილის კანდიდატურებს მხარი დაუჭირა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები