შალვა პაპუაშვილი – მდინარაძეზე მომხდარ თავდასხმაზე: ფაქტია, რომ იყო წინასწარ დაგეგმილი აქტი ზუსტად ამ ფორმით და ამ სახით

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ოპოზიციონერი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის მიერ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერ მამუკა მდინარაძეზე მომხდარ თავდასხმის ფაქტს გამოეხმაურა.

„არ ვიცი, ვისი დაკვეთა იყო, მაგრამ ფაქტია, რომ იყო წინასწარ დაგეგმილი აქტი ზუსტად ამ ფორმით და ამ სახით. ასეთი თავდასხმა, რაც ჩვენ გუშინ ვიხილეთ, ძალადობრივი თავდასხმა მე პირადად არ მახსოვს. ყოფილა სხვადასხვა შემთხვევა პარლამენტში, მაგრამ ასეთი ფორმით, ასეთი სახით, რომელიც უპირველეს ყოვლისა, თავად თავდამსხმელთან დაკავშირებით კითხვებს აჩენს, რთულია რომ ამას რამე შეფასება მოვუძებნო. კიდევ ერთხელ, აქ მთავარი პრობლემაა, როდესაც ცდილობ ახსნა, რა იყო ამ საქციელის განმაპირობებელი, აქ ერთადერთი ახსნა არის ის, რომ არის გარკვეული დაკვეთა. გუშინდელი სურათი, ფაქტობრივად იყო განმარტება იმისა, თუ რა ტაქტიკა აქვს რადიკალურ ჯგუფებს, ოპოზიციასა და ზოგიერთ “ენჯეო” და მედიასაშუალებას“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები