გიორგი კალანდარიშვილი: ვპროგნოზირებთ, რომ არჩევნების წინასწარი შედეგების გამოქვეყნება შესაძლებელი იქნება საღამოს 10 საათამდე

“გავლილი პილოტებიდან გამომდინარე, ვპროგნოზირებთ, რომ არჩევნების წინასწარი შედეგების გამოქვეყნება შესაძლებელი იქნება საღამოს 9 საათიდან დაახლოებით 10-ის ნახევრიდან 10 საათის პერიოდში”, – ამის შესახებ ცესკოს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ეს არის მნიშვნელოვნად შემცირებული დრო იმ ტრადიციული გამოქვეყნებისგან, რომელიც ქვეყანაში იყო.

„ტრადიციულად მათი მიტანა ხორციელდებოდა საოლქოში, რაც თავის მხრივ დროსთან იყო დაკავშირებული. ამ შემთხვევაში, როგორც ტრადიციულზე, ასევე, მოდერნიზებულ უბნებზე მოხდება პლანშეტების გამოყენება და მას შემდეგ, რაც ხმის მთვლელი აპარატები უზრუნველყოფენ დათვლას, ამოიბეჭდება ქვითარი, გადაეცემა ყველა საარჩევნო უბანზე მყოფ უფლებამოსილ პირს და მას შემდეგ განხორციელდება შესაბამისი პლანშეტების მეშვეობით ცესკოში ამ ოქმების გადმოგზავნა. ეს ნიშნავს იმას, რომ იმთავითვე კონკრეტული საარჩევნო უბნების მონაცემები იქნება საზოგადოებისთვის ცნობილი. ჩვენი ვარაუდით, გავლილი პილოტებიდან გამომდინარე, ვპროგნოზირებთ, რომ წინასწარი შედეგების გამოქვეყნება შესაძლებელი იქნება საღამოს 9 საათიდან დაახლოებით 10-ის ნახევრიდან 10 საათის პერიოდში. ეს არის მართლაც მნიშვნელოვნად შემცირებული დრო იმ ტრადიციული გამოქვეყნებისგან, რომელიც ჩვენს ქვეყანაში გვქონდა. მნიშვნელოვანია, რომ აპარატი უზრუნველყოფს სიზუსტეს, მონაცემების დათვლას. გავლილმა პილოტებმა გვაჩვენა, რომ აპარატის მიერ და ხელით დათვლილი სრულ თანხვედრაშია ერთმანეთთან, არ არსებობს ფაქტობრივად ცდომილება“, – აღნიშნა კალანდარიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები