ვლადიმერ ბოჟაძე: წარმოიდგინეთ, ორგანიზაცია, რომელსაც ჰქვია „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“, ითხოვს, რომ ქვეყანაში იყოს გაუმჭვირვალე ფინანსები

წარმოიდგინეთ, ორგანიზაცია, რომელსაც ჰქვია „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“, ითხოვს, რომ ქვეყანაში იყოს გაუმჭვირვალე ფინანსები, – ამის შესახებ თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრმა, ვლადიმერ ბოჟაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

„ჩვენ არ ვიცით ამ თანხების წარმომავლობა, მიზნობრიობა, რაოდენობა… „დროას“ აქტივისტმა თქვა, რომ დღეს შეიძლება იყოს ყველაზე სისხლიანი ღამე 21-ე საუკუნეში. არ ვიცით, „დროას“ ვინ აფინანსებს, ვინ არის მისი დონორი, რაში უხდის ამ თანხას და რატომ ბედავს „ენჯეოს“ წარმომადგენელი ასეთი განცხადებების გაკეთებას. გარდა იმისა, რომ ახლა რუსეთიდან ინგლისის გავლით ჩაერიცხათ თანხა, არასამთავრობო ორგანიზაცია „დროა“ არის პოლიტიკური პარტია „დროას“ დონორი. 95 მილიონიდან დეკლარირებულია მხოლოდ 15 მილიონი, ისიც იმიტომ რომ საშემოსავლო გადასახადი გადაიტანეს და გრანტების შესახებ კანონით იმიტომ მიაქვთ საგრანტო ხელშეკრულება, რომ დღგ-ც კი არ გადაიხადონ. 70 მილიონი ერთ წელიწადში უბრალოდ გაქრა და არც ვიცით, ვის და რას მოხმარდა. მაგალითად, გიორგი სიორიძე ახლაც ცესკოს წევრია და ეს ადამიანი, რომელიც ახლა ძალადობრივ მიტინგზე დგას, უნდა ყოფილიყო ცესკოს თავმჯდომარე 26 ოქტომბრისთვის, როცა მაშინდელ ცესკოს თავმჯდომარეს რამე პრობლემას შეუქმნიდნენ. აქ დგას ნიკა გვარამია, რომელიც სალომე ზურაბიშვილმა, სამარცხვინო პრეზიდენტმა, თურმე მხოლოდ იმიტომ შეიწყალა, რომ პოლარიზაცია შემცირებულიყო ქვეყანაში და მედიამენეჯერი დაბრუნებულიყო მედიასივრცეში“, – აღნიშნა ბოჟაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები