ნანა კაკაბაძე – „ენჯეოების“ ნაწილზე: პირდაპირ არიან ჩართული პოლიტიკაში, გამოდიან მოთხოვნებით, რომ შეიქმნას ტექნიკური მთავრობა და გადადგეს პრემიერი – როცა ქუჩები მიჰქონდა სისხლს და ამდენი ახალგაზრდა დაიხოცა, მაშინ სად იყვნენ?

როცა ქუჩები მიჰქონდა სისხლს, ეს ხალხი სად იყო მაშინ ასეთი ევროპული ღირებულებებით? შეშინებულები იყვნენ? დღეს როცა არ ეშინიათ და იციან, რომ ყველაფერი შეიძლება გაუვიდეთ, იმაზე საუბრობენ თავგასულები რომ თურმე წელიწადში 87 მილიონს რომ ხარჯავს 7 ორგანიზაცია, დეკლარაციაც კი არ უნდა შეავსონ, – ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციის, „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ დამფუძნებელმა, ნანა კაკაბაძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

მისი თქმით, ამ არასამთავრობოებს არა ევროპული ღირებულებები, არამედ ევროპის ფული უნდათ.

„მე არ ვფიქრობ, რომ ევროპა არის ის ადგილი, სადაც კანონს პატივი არ უნდა სცე და სადაც უკანონო ქმედება დადებით მოვლენად ითვლება. ეს ორგანიზაციები ყველა რეგისტრირებულია ამ ქვეყანაში და ყველას უწერია წესდებაში, რომ არიან აპოლიტიკური ორგანიზაციები, მაშინ როდესაც პირდაპირ არიან ჩართული პოლიტიკაში, გამოდიან მოთხოვნებით რომ შეიქმნას ჩრდილოვანი კაბინეტი, თუ ტექნიკური მთავრობა და გადადგეს პრემიერი. ეს არის ევროპა და ევროპულობაა ის, როცა კანონის ჩარჩოებიდან ხარ გასული? მე ეს ადამიანები 2003 წლის რევოლუციიდან ვიდრე 2012 წლამდე არ მახსოვს გამოსული იმ პრობლემებთან დაკავშირებით, რომელზე ჩვენი ორგანიზაცია მუშაობდა: წამება და ღირსების შემლახავი მოპყრობები, ქონების ჩამორთმევები, ბიზნესი რეკეტი, ქუჩები მიჰქონდა სისხლს, რამდენი ახალგაზრდა დაიხოცა. ეს ხალხი სად იყო მაშინ ასეთი ევროპული ღირებულებებით? შეშინებულები იყვნენ? დღეს როცა არ ეშინიათ და იციან, რომ ყველაფერი შეიძლება გაუვიდეთ, იმაზე საუბრობენ თავგასულები რომ თურმე წელიწადში 87 მილიონს რომ ხარჯავს 7 ორგანიზაცია, დეკლარაციაც კი არ უნდა შეავსონ. ამხელა თანხები ქვეყანაში ოფიციალურ სამინისტროებსაც არ აქვთ. იქ თუ სახელმწიფო მოხელეს აქვს ვალდებულება რომ აკეთოს დეკლარაციები, არასამთავრობოს, ამხელა ფულის ტრიალში რატომ არ უნდა ჰქონდეს ვალდებულება, რომ საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი იყოს [მათ ფინანსებზე ინფორმაცია] ესენი ღირებულებების გამო ქუჩაში გამოსულები არ მინახავს, ევროპა იმისთვის კი არ უნდათ რომ ევროპის ღირებულებები უნდათ, ამათ ევროპის ფული უნდათ“, – განაცხადა კაკაბაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები