ვაჟა სირაძე: დაახლოებით 30 ადამიანია შემოსული პოლიციის წინ, რომლებიც ახდენენ პროვოკაციას, იწვევენ პოლიციელებს – მოვუწოდებ, დაემორჩილონ კანონიერ მოთხოვნას

“30 ადამიანია შემოსული პოლიციის წინ, რომლებიც შეგნებულად ახდენენ პროვოკაციას. პოლიციელებს იწვევენ, აგინებენ, წინააღმდეგობას უწევენ – მოვუწოდებ მათ, აქცია ჩაატარონ მშვიდ ვითარებაში”, – ამის შესახებ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა, ვაჟა სირაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე არ აქვს დაზუსტებული ინფორმაცია, თუ რამდენი ადამიანია დაკავებული პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე.

“ზუსტი ციფრი ამ ეტაპისთვის არ გვაქვს. წინააღმდეგობას უწევდნენ პოლიციელებს. არ ემორჩილებიან კანონიერ მოთხოვნას. აქ დაახლოებით, 30 ადამიანია შემოსული პოლიციის წინ, რომლებიც ახდენენ პროვოკაციას შეგნებულად. იწვევენ პოლიციელებს, აგინებენ, წინააღმდეგობას უწევენ. მე მოვუწოდებ მათ, დაემორჩილონ კანონიერ მოთხოვნას და შეინარჩუნონ სიმშვიდე. აქცია ჩაატარონ მშვიდ ვითარებაში”, – განაცხადა სირაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები