თეიმურაზ კუპატაძის განცხადებით, პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე სამართალდამცველებმა 4 პირი დააკავეს

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, თეიმურაზ კუპატაძის განცხადებით, სამართალდამცველებმა პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე 4 პირი დააკავეს.

როგორც მან „ტვ პირველთან“ საუბარში აღნიშნა, დაკავებული მოქალაქეები არღვევდნენ საზოგადოებრივ წესრიგს, აგრესიულად მოქმედებდნენ და პოლიციას წინააღმდეგობას უწევდნენ.

„შსს-ის მხრიდან არის დაკავებული 4 პირი, ამ ეტაპზე. მიმდინარეობს აქცია, ხდება იმ დესტრუქციული ძალების განეიტრალება, დაკავება, რომლებიც ცდილობენ პოლიციის კორდონის გარღვევას. ისინი აგრესიულად გამოირჩევიან, შეურაცხყოფას აყენებენ პოლიციელებს, უწევენ ფიზიკურ წინააღმდეგობას და მათი განეიტრალება ხდება“, – განაცხადა კუპატაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები