სალომე ზურაბიშვილი: საქართველო თავიდან გასაბჭოებას არ შეურიგდება

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციას ეხმაურება.

„სამოქალაქო საზოგადოების მასობრივი მშვიდობიანი დემონსტრაცია თბილისში „რუსული კანონის“ წინააღმდეგ. სპეცრაზმი წყლისა და გაზის ჭავლებით მზად არის, რომ მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ, რომლებიც თავიანთ ევროპულ მომავალს იცავენ, მოქმედებაზე გადავიდეს. დაკავებები მიმდინარეობს. საქართველო თავიდან გასაბჭოებას არ შეურიგდება!“, – წერს სალომე ზურაბიშვილი “ტვიტერზე”.

ცნობისთვის, იურიდიულმა კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. პარლამენტთან კი საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. მოქალაქეები კანონპროექტს აპროტესტებენ და ამბობენ, რომ ის საქართველოს ევროპულ მომავალს უქმნის საფრთხეს. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სპეცრაზმი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები