მამუკა მდინარაძე: უამრავი არგუმენტი იყო, გარდა რეალური არგუმენტისა, რატომ არის თავად კანონი ცუდი

მმართველი გუნდის ლიდერი მამუკა მდინარაძე მიიჩნევს, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით, რეალური არგუმენტები ოპონენტების მხრიდან არ მოუსმენია.

„უამრავი არგუმენტი იყო, გარდა რეალური არგუმენტისა, რატომ არის თავად კანონი ცუდი“, – აღნიშნა მდინარაძემ.

ცნობისთვის, იურიდიულმა კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.

პარლამენტთან კი საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. მოქალაქეები კანონპროექტს აპროტესტებენ და ამბობენ, რომ ის საქართველოს ევროპულ მომავალს უქმნის საფრთხეს.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სპეცრაზმი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები